Quantcast
Channel: შენი ხელით – PINK.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 49

10 მოდური DIY იდეა

$
0
0

პერანგი მასალა

გამოიყურებოდე მოდურად ყოველთვის არ ნიშნავს გეცვას ძვირადღირებული სამოსი და გეკეთოს ძვირფასი აქსესუარები. ხანდახან შეგიძლია სცადო და რამე ორიგინალური, მოდური და კრეატიული საკუთარი ხელით შექმნა. ყველაფერი, რაც დაგჭირდება შეგიძლია პოსტში ან ფოტო ტუტორიალებზე ამოიკითხო. გადახედე ჩვენს იდეებს და თავისუფალი დრო ულამაზესი ნივთების შესაქმნელად გამოიყენე.

1. ყელსაბამი ლენტით და ლითონის ფირფიტებით

საჭირო მასალა:

  • 20 ან 30 ცალი ლითონის ფირფიტა
  • ატლასის ან ნებისმიერი შენთვის სასურველი ქსოვილის ლენტი

ბიუჯეტი: არ აღემატება 3 ლარს.

მუშაობის პროცესი ყელსაბამი ყელსაბამი დასრულებულ მდგომარეობაში

2. ჯინსის მოდური ტოტები

საჭირო მასალა:

  • ჯინსი
  • მეტალის აქსესუარები
  • ბრტყელტუჩა

მზადების პროცესშისაბოლოო ვარიანტი

3. ნეონისფერი სამაჯურები

საჭირო მასალა:

  • ძველი სამაჯურები (თუ მსგავსი არაფერი მოგეპოვება, შეგიძლია სასურველი ფორმა პოლიეთილენის ბოთლით გამოჭრა
  • ფერადი მყარი სტრუქტურის თოკები, ზამთარში საქსოვი ძაფებიც არ იქნება ურიგო
  • სხვადასხვა ფორმის ფერადი მძივები
  • წებო

მზადების პროცესი

4. მოდური მაისური

საჭირო მასალა:

  • ძველი მაისური
  • პრინტიანი ან ბისერებით მორთული ნაჭერი
  • წებო

მაისურის საბოლოო ვარიანტმა მომხიბლა, ვეცდები თავადაც გავაკეთო.

მაისური

5. მოდური ხელჩანთა

ე.წ  “ქლაჩები” რომ ძალიან მოდური ტენდენციაა ყველამ ვიცით. ასეთი ჩანთების ფასი კი 70 ლარიდან იწყება და ზოგჯერ მნიშვნელოვან თანხას აღწევს ტყავის ხარისხის მიხედვით. ეს მაშინ, როდესაც საკუთარი ხელით მისი დამზადება მაქსიმუმ 10 – 15 ლარი დაჯდეს.

საჭირო მასალა:

  • ტყავის ნაჭერი სასურველი ზომის მიხედვით
  • ელვა-შესაკრავი
  • ნემსი, ძაფი და მარჯვე ხელები.

მეტი ეფექტურობისთვის დასრულებული ჩანთა შეიძლება გააფორმო მეტალის აქსესუარებით ან ფერადი თვლებით.

6. აბადოკი

საჭირო მასალა:

  • პლასტმასის ჩვეულებრივი აბადოკი
  • ფერადი თვლები
  • წებო

აბადოკი

7. მაისური მაქმანებით

საჭირო მასალა:

  • მაისური
  • პრინტებიანი მაქმანი
  • ნემსი და ძაფი

ძალიან ლამაზია მაქმანებით გაფორმებული მაისური, ჩემი აზრით შავი ლენტები და გულსაბნევი ამ შემთხვევაში ზედმეტია.

მაისური და მაქმანები

8. მძივებით მორთული საყელო

საჭირო მასალა:

  • მაისური
  • სხვადასხვა ფერის და ზომის მძივები
  • წებო
  • ნემსი და ძაფი

მაისური მძივებით

9. პერანგი წრეებით

საჭირო მასალა:

  • პერანგი ან მაისური
  • აკრილის საღებავი
  • მრგვალი ნივთი წრეების გასაკეთებლად
  • უთო

მასალა

პერანგი

10. მაისური – ომბრე

საჭირო მასალა:

  • მაისური ან ტუნიკი, სასურველია კოტონის
  • სპეციალური საღებავი

ომბრე

წარმატებული ექსპერიმენტები!


Viewing all articles
Browse latest Browse all 49

Trending Articles