კაქტუსებისა და სუკულანტების ორიგინალური კომპოზიციებით ოლიკო კომახიძე ჯადოსნურ დეკორაციებსა და აქსესურებს ქმნის. წარმოგიდგენიათ ყელსაბამი ან ბრელოკი, რომელშიც ცოცხალი მცენარეა მოთავსებული? დამიჯერეთ, ძალიან ლამაზი და ორიგინალურია.
Elise’s მიერ შექმნილი ფანტასტიკური დიზაინისა და მარტივად მოსავლელი მცენარეების ერთობლიობა, საუკეთესო საჩუქარი იქნება მათთვის ვისაც მცენარეები უყვარს ან უბრალოდ ორიგინალურ დეკორაციებს ანიჭებს უპირატესობას.
ხისა და თიხის ქოთნებს ოლიკო თავად ამზადებს, ხოლო მცენარეები რომლებსაც კომპოზიციებისთვის იყენებს, ძალიან ადვილი მოსავლელია.





ყველა ქოთანი და დეკორაცია ინდივიდუალური და სიყვარულით შექმნილია. სურვილის შემთხვევაში მათი შეძენა შესაძლებელია.