Quantcast
Channel: შენი ხელით – PINK.ge
Viewing all articles
Browse latest Browse all 49

როგორ დავამზადოთ იდეალური სკრაბი ტუჩებისთვის?

$
0
0

გინდა რბილი ტუჩები მკვდარი უჯრედების გარეშე?

ამისთვის (კბილის ჯაგრისით “ტუჩების აფუმფულების” გარდა) შეგიძლია სპეციალური სკრაბები გამოიყენო, რომლის დამზადებაც თავად შეგიძლია ძალიან მარტივად!

pink.ge გასწავლის რამდენიმე მარტივ რეცეპტს.

მარწყვის სკრაბი

marwyvis skrabi

პირველ რიგში გააკეთე შაქრის, ზეითუნის ზეთის და თაფლის მიქსი, აურიე ერთმანეთში ფაფისებრი მასის მიღებამდე ბოლოს კი, დაუმატე დაჭყლეტილი მარწყვი. ეს მიქსი იდეალურია ტუჩების სიგლუვისთვის.

თაფლი

taflis skrabi

ამ სკრაბის მომზადებას მხოლოდ 5 წუთი სჭირდება, ამისთვის დაგჭირდება შაქარი, თაფლი და ნუშის ზეთი. შეგიძლია დაუმატო დარიჩინი, რომელიც ტუჩებს მეტ მოცულობას მიანიჭებს.

ყავა

yavis skrabi

ყავისგან მომზადებული სკრაბი აცოცხლებს ტუჩებს და აძლევს არაჩვეულებრივ შეფერილობას.  ამ სკრაბის მომზადება ძალიან მარტივია, გჭირდება მხოლოდ 1 ს.კ. მსხვილად დაფქული ყავა და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

აურიე ყავა და ზეითუნის ზეთი მცირე ზომის კონტეინერში, რბილად გაიწმინდე ტუჩები და გაიჩერე 5 წუთამდე, შემდეგ ჩამოიბანე წყლით და წაისვი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთი.

ლიმონი

limnis skrabi

ლიმონი კვებავს კანს ვიტამინებით, ხოლო თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ლიმნის სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდება:

  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი

შეურიე თაფლი და შაქარი, შემდეგ დაამატე ლიმონი, მიღებული მასა დაიდე ტუჩებზე და რბილად გაიწმინდე, დაიბანე ოდნავ თბილი წყლით.


Viewing all articles
Browse latest Browse all 49

Trending Articles